Overview
SME პორტფელური რისკების ანალიტიკოსი Jobs in Tbilisi, Georgia at Bank of Georgia
Title: SME პორტფელური რისკების ანალიტიკოსი
Company: Bank of Georgia
Location: Tbilisi, Georgia
საქართველოს ბანკისმცირე და საშუალო ბიზნესის საკრედიტო რისკების მართვის დეპარტამენტში, ვეძებთ SME პორტფელური რისკების ანალიტიკოსს.
ძირითადი ფუნქციები:
- მცირე და საშუალო ბიზნესის პორტფელის მონიტორინგი;
- პორტფელის ხარისხის პარამეტრების დაგეგმვასა და ლიმიტების მართვაში მონაწილეობა;
- მიმართულების რეპორტინგის წარმოება და არსებული რეპორტების ავტომატიზაცია;
- ანალიტიკისთვის საჭირო მონაცემთა ხარისხის უზრუნველყოფაზე ზრუნვა;
- შიდა მენეჯერული აღრიცხვის გამართვა, საჭირო პროცესების ინიცირება შესაბამის გუნდებთან;
- მენეჯმენტისთვის რეგულარული პრეზენტაციების მომზადებაში მონაწილეობა;
- რეგულატორულ მოთხოვნებზე შესაბამისი რეაგირება;
- საჭიროებისამებრ, უშუალო ხელმძღვანელის Ad-hoc დავალებების შესრულება.
სავალდებულო საკვალიფიკაციო მოთხოვნები
განათლება: უმაღლესი განათლება ეკონომიკის, სტატისტიკის ან ფინანსების მიმართულებით;
სამუშაო გამოცდილება:
- აუცილებელია მონაცემთა ბაზებთან მუშაობის 2 წლიანი გამოცდილება (MS SQL Server / Oracle);
- ბანკში ან სხვა საფინანსო ინსტიტუტში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესად;
- რეპორტინგის მიმართულებით მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესად; DWH / DataMart-თან მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესად.
- ფინანსური უწყისების ანალიზის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესად;
- Power BI დეშბორდების მომზადების გამოცდილება და DAX-ის ცოდნა ჩაითვლება უპირატესად;
- NBG-ის რეგულატორული ჩარჩოს ცოდნა – აქტივების კლასიფიკაცია, სტეიჯინგის და კონტამინაციის წესები ჩაითვლება უპირატესად.
- IFRS 9 / ECL კონცეფციების ცოდნა – როგორ ითვლება რეზერვები და რა ფაქტორები ცვლის მათ (მოდელების და მეთოდოლოგიის შემუშავების გამოცდილება არ მოითხოვება).
ცოდნა და უნარები:
- MS Excel-ის მაღალ დონეზე ცოდნა;
- SQL-ის მინიმუმ საშუალო დონეზე ცოდნა;
- Python-ის ცოდნა ჩაითვლება უპირატესად;
- PowerBI-ში მუშაობის გამოცდილება;
- ვიზუალურად გამართული რეპორტების / პრეზენტაციების მომზადების უნარი;
- სიახლეების ძიებასა და განვითარებაზე ორიენტირებულობა;
- დეტალების ძიებისა და საკითხის სიღრმისეულად გააზრების უნარი;
- ეფექტური კომუნიკაციის უნარები.
გამოხმაურებას ველოდებით 2026 წლის 27 ივლისის ჩათვლით.