Overview

SME პორტფელური რისკების ანალიტიკოსი Jobs in Tbilisi, Georgia at Bank of Georgia

Title: SME პორტფელური რისკების ანალიტიკოსი

Company: Bank of Georgia

Location: Tbilisi, Georgia

საქართველოს ბანკისმცირე და საშუალო ბიზნესის საკრედიტო რისკების მართვის დეპარტამენტში, ვეძებთ SME პორტფელური რისკების ანალიტიკოსს.

ძირითადი ფუნქციები:

  • მცირე და საშუალო ბიზნესის პორტფელის მონიტორინგი;
  • პორტფელის ხარისხის პარამეტრების დაგეგმვასა და ლიმიტების მართვაში მონაწილეობა;
  • მიმართულების რეპორტინგის წარმოება და არსებული რეპორტების ავტომატიზაცია;
  • ანალიტიკისთვის საჭირო მონაცემთა ხარისხის უზრუნველყოფაზე ზრუნვა;
  • შიდა მენეჯერული აღრიცხვის გამართვა, საჭირო პროცესების ინიცირება შესაბამის გუნდებთან;
  • მენეჯმენტისთვის რეგულარული პრეზენტაციების მომზადებაში მონაწილეობა;
  • რეგულატორულ მოთხოვნებზე შესაბამისი რეაგირება;
  • საჭიროებისამებრ, უშუალო ხელმძღვანელის Ad-hoc დავალებების შესრულება.

სავალდებულო საკვალიფიკაციო მოთხოვნები

განათლება: უმაღლესი განათლება ეკონომიკის, სტატისტიკის ან ფინანსების მიმართულებით;

სამუშაო გამოცდილება:

  • აუცილებელია მონაცემთა ბაზებთან მუშაობის 2 წლიანი გამოცდილება (MS SQL Server / Oracle);
  • ბანკში ან სხვა საფინანსო ინსტიტუტში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესად;
  • რეპორტინგის მიმართულებით მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესად; DWH / DataMart-თან მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესად.
  • ფინანსური უწყისების ანალიზის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესად;
  • Power BI დეშბორდების მომზადების გამოცდილება და DAX-ის ცოდნა ჩაითვლება უპირატესად;
  • NBG-ის რეგულატორული ჩარჩოს ცოდნა – აქტივების კლასიფიკაცია, სტეიჯინგის და კონტამინაციის წესები ჩაითვლება უპირატესად.
  • IFRS 9 / ECL კონცეფციების ცოდნა – როგორ ითვლება რეზერვები და რა ფაქტორები ცვლის მათ (მოდელების და მეთოდოლოგიის შემუშავების გამოცდილება არ მოითხოვება).

ცოდნა და უნარები:

  • MS Excel-ის მაღალ დონეზე ცოდნა;
  • SQL-ის მინიმუმ საშუალო დონეზე ცოდნა;
  • Python-ის ცოდნა ჩაითვლება უპირატესად;
  • PowerBI-ში მუშაობის გამოცდილება;
  • ვიზუალურად გამართული რეპორტების / პრეზენტაციების მომზადების უნარი;
  • სიახლეების ძიებასა და განვითარებაზე ორიენტირებულობა;
  • დეტალების ძიებისა და საკითხის სიღრმისეულად გააზრების უნარი;
  • ეფექტური კომუნიკაციის უნარები.

გამოხმაურებას ველოდებით 2026 წლის 27 ივლისის ჩათვლით.

Upload your CV/resume or any other relevant file. Max. file size: 800 MB.